დახურვა X

დახმარება რჩეულები 0
GE
 
 
 
 
 
 
 
მისამართი: მწვანე შენობა მარჯანიშვილის 6 0102 თბილისი
 +995 32 595 134 134  /  +995 32 2 48 47 44
WEB: ვებ-საიტი
 
 

 
 
მწვანე ქალაქი ლისზე
 

გადმოდი მწვანე თბი - ლისზე

ლისი ახალი, ეკოლიგიური უბნის კონცეფციაა, ერთგვარი ქალაქი ქალაქში, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და დახვეწილი, თანამედროვე არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის, ლისი ვერანდას ყოველი ფანჯრიდან გასაოცარი პანორამა იშლება თბი - ლისზე. საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები - საერთო ტერიტორიის მხოლოდ მესამედია, დანარჩენი კი საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება. თბილისის ცენტრიდან ათიოდე წუთით დაშორებული მწვანე ლისი, განსაკუთრებულია კლიმატური პირობებითა და უნიკალური თერმული წყლებით. აქვეა განახლებული იპოდრომიც. ახალი გარემოს გარდა ლისი დეველოპმენტი მწვანე ქალაქის მაცხოვრებლის ჯანსაღი ცხოვრების სტილსაც უზრუნველყოფს.

ჩაერთე თბი - ლისის ახალი ისტორიის შექმნაში!
მწვანე ქალაქი ლისის პირველი საცხოვრებელი უბანი, 'ლისი ვერანდა' ვაშლიჯვრის დასახლებასთან ახლადგაყვანილი მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მახლობლად მდებარეობს. მისი მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ლისი ვერანდა საცხოვრებელი სახლების გარდა მოიცავს საცურაო აუზისა და პარკის პროექტებს. 

ლისი ვერანდაზე საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპია: ბინები, თაუნჰაუსები და ვილები.

თაუნჰაუსი საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ორ ან სამფასადიანი, ინდივიდუალური საცხოვრებელი ნაგებობაა. ლისის თაუნჰაუსებისათვის საგანგებოდ რამოდენიმე განსხვავებული ტიპის პროექტი შეიქმნა. ყოველ თაუნჰაუსს ფასადის გასწვრივ საკუთარი ეზო ესაზღვრება.

თაუნჰაუსების გარდა ლისი ვერანდას ფარგლებში ასევე გვხვდება საერთო ტიპის საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 4 სართულს არ აღემატება. აქ არსებული ბინების ასევე მრავალი განსხვავებული პროექტი არსებობს.

ლისი ვერანდას მესამე ტიპის საცხოვრებელი ვილებია, ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართითა და საკუთარი ეზოთი.

ამ ეტაპზე დასრულებულია 120-ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსისა და 2 ვილის მშენებლობა და მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დაიწყო ითვალისწინებს 48000 მ²-ის მშენებლობას, რაც გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს (ბინა და თაუნჰაუსი).

 
დამატებითი პრეზენტაცია
0 განცხადება / ძებნა

 
 
 

 

 

 

 

 



 

© 2018 rep.ge. ყველა უფლება დაცულია