კითხვები მათთვის, ვინც ბინას ან საინვესტიციო პროექტს ეძებს

როგორ ვიპოვო ახალი მშენებლობის ბინა ჩემს ქალაქში ან რეგიონში?

გამოიყენეთ ქალაქის ან რეგიონის ფილტრი, ან გახსენით ინტერაქტიული რუკა და ნახეთ, რომელი დეველოპერი სად აშენებს. ასე ერთ სივრცეში შეადარებთ რამდენიმე პროექტს.

უფასოა თუ არა პლატფორმით სარგებლობა?

დიახ. პროექტების ძიება, ნახვა და შედარება მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა.

რა ფილტრებით შემიძლია პროექტის მოძებნა?

შეგიძლიათ პროექტები დააფილტროთ ლოკაციის, დეველოპერის, პროექტის სტატუსისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. ფილტრები იმისთვისაა შექმნილი, რომ მხოლოდ თქვენს მოთხოვნებთან შესაბამისი პროექტები ნახოთ.

როგორ მუშაობს ინტერაქტიული რუკა?

რუკაზე ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პროექტზე დაწკაპუნებით გადადიხართ მის გვერდზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას იხილავთ.

რა ტიპის პროექტებია პლატფორმაზე?

პლატფორმაზე გვხვდება საცხოვრებელი კომპლექსები, ახალი კორპუსები და საინვესტიციო პროექტები ქართველი სამშენებლო კომპანიებისგან.

მხოლოდ თბილისისა და ბათუმის პროექტებია?

არა. ჩვენი ძირითადი აქცენტი საქართველოს რეგიონები და დიდი ქალაქებია, მაგალითად ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და სხვა.

როგორ დავუკავშირდე დეველოპერს?

თითოეული პროექტის გვერდზე მითითებულია დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაცია. ტელეფონი, ვებგვერდი, სოციალური მედია

კითხვები დეველოპერებისთვის

ზოგადი კითხვები უძრავი ქონების შესახებ