აღწერა

პროექტის შესახებ

გამოცდილება, ნდობა და ხედვა Corall Seaside Resort-ისთვის.

 

Corall Seaside Resort სამი პარტნიორის – Grande Group-ის, Mziuri Development-ისა და Ibercompany Holding-ის – ერთიანი ხედვის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე იქმნება. სამივე პარტნიორი პროექტში განსხვავებულ კომპეტენციას აერთიანებს — დეველოპმენტს, მშენებლობას, სტუმარმასპინძლობას, ინვესტიციასა და მრავალპროფილურ ბიზნესგამოცდილებას. სამივე კომპანიას აერთიანებს ერთი მთავარი პრინციპი: დაპირება უნდა იქცეს რეალობად. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებულმა თანამშრომლობამ შექმნა პროექტი, რომელიც ბათუმის სანაპიროზე თანამედროვე ცხოვრების, დასვენებისა და ინვესტირების ახალ სტანდარტს აყალიბებს.

 

ხედვა, რომელიც გვაერთიანებს

 

ჩვენი მიზანია შევქმნათ გამორჩეული ზღვისპირა ეკოსისტემა — სივრცე, სადაც თანამედროვე ცხოვრების კომფორტი, დასვენება, გართობა და მაღალი ხარისხის სერვისი ერთიანდება.

 

Corall Seaside Resort-ის კონცეფცია სცილდება მხოლოდ საცხოვრებელი ან საინვესტიციო სივრცის შექმნას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანები შეძლებენ დაუვიწყარი მოგონებების შექმნას, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ცხოვრების განსაკუთრებული რიტმით ტკბობას. ჩვენი ხედვაა, ბათუმის სანაპიროზე ჩამოვაყალიბოთ გამორჩეული, მაღალკონკურენტული და მიმზიდველი საერთაშორისო დანიშნულება — ადგილი, რომელიც გააერთიანებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილსა და საინვესტიციო პოტენციალს.

 

Corall
მისამართი
მისამართი

თენგიზ აბულაძის ქ. #4 (გაყიდვების ოფისი - ანბანის კოშკი)

ტელეფონი
ტელეფონი

+995 577 06 88 88

დამატებითი ინფორმაცია
ქალაქიბათუმიბათუმი
ბლოკი2
დევლოპერული კომპანიაCorall