
ხშირად დასმული კითხვები
კითხვები მათთვის, ვინც ბინას ან საინვესტიციო პროექტს ეძებს
გამოიყენეთ ქალაქის ან რეგიონის ფილტრი, ან გახსენით ინტერაქტიული რუკა და ნახეთ, რომელი დეველოპერი სად აშენებს. ასე ერთ სივრცეში შეადარებთ რამდენიმე პროექტს.
დიახ. პროექტების ძიება, ნახვა და შედარება მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა.
შეგიძლიათ პროექტები დააფილტროთ ლოკაციის, დეველოპერის, პროექტის სტატუსისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. ფილტრები იმისთვისაა შექმნილი, რომ მხოლოდ თქვენს მოთხოვნებთან შესაბამისი პროექტები ნახოთ.
რუკაზე ნაჩვენებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პროექტზე დაწკაპუნებით გადადიხართ მის გვერდზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას იხილავთ.
პლატფორმაზე გვხვდება საცხოვრებელი კომპლექსები, ახალი კორპუსები და საინვესტიციო პროექტები ქართველი სამშენებლო კომპანიებისგან.
არა. ჩვენი ძირითადი აქცენტი საქართველოს რეგიონები და დიდი ქალაქებია, მაგალითად ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და სხვა.
თითოეული პროექტის გვერდზე მითითებულია დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაცია. ტელეფონი, ვებგვერდი, სოციალური მედია
კითხვები დეველოპერებისთვის
პლატფორმაზე ერთ სივრცეში არიან ქართველი დეველოპერები და პოტენციური მყიდველები, რომლებიც აქტიურად ეძებენ საცხოვრებელს ან ინვესტიციის შესაძლებლობას. თქვენი პროექტი ფართო აუდიტორიას გაეცნობა.
პროექტის განთავსება სრულიად უფასოა.
დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ პროექტის შესახებ საჭირო ინფორმაცია. დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.
ლოკაცია, პროექტის სახელი და აღწერა, სტატუსი, ფოტოები, საკონტაქტო მონაცემები რათა მაქსიმალურად სრულყოფილად და ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პროექტით დაინტერესებულ მომხმარებელს
სრულყოფლად მოწოდებული ინფორმაციიდან მაქსიმუმ 24 სთ-ში
ჩვენი ძირითადი აქცენტი სწორედ საქართველოს რეგიონები და დიდი ქალაქებია. თუ რეგიონში აშენებთ, თქვენი პროექტი ბაზრის იმ ნაწილში იქნება თვალსაჩინო, რომელიც სხვა პლატფორმებზე ხშირად მეორეხარისხოვანია.
თქვენი კომპანია და პროექტი ერთ სივრცეში წარმოჩნდება სხვა დეველოპერებთან ერთად, რუკაზე და ძიების შედეგებში. ეს ზრდის ხილვადობას და ნდობას პოტენციურ მყიდველებთან.
პირველ ეტაპზე ქართველი მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ საცხოვრებელ ან საინვესტიციო პროექტს. საიტი ამჟამად მხოლოდ ქართულენოვანია. თუმცა იგეგმება უცხოელ ინვესტორებთან გატანაც
თქვენი პროექტი მითითებული ლოკაციის მიხედვით აისახება ინტერაქტიულ რუკაზე, სადაც მომხმარებელი ხედავს, რომელი დეველოპერი სად აშენებს.
დიახ. დაგვიკავშირდით და განვაახლებთ პროექტის შესახებ სასურველ ინფორმაციას
დიახ. შეგიძლიათ განათავსოთ ერთზე მეტი პროექტი, ქალაქის ან რეგიონის მიუხედავად.
დიახ. პლატფორმა ყველა ქართველი სამშენებლო კომპანიისთვისაა, მცირე თუ დიდი. განთავსება უფასოა და რეგულარული ხარჯი არ გაქვთ.
დიახ. დაგვიკავშირდით და პროექტის გვერდს მოვხსნით ან დავმალავთ.
ხარისხიანი ფოტოები, ზუსტი აღწერა, ლოკაცია, სტატუსი და სიახლეები მშენებლობის პროგრესზე. რაც უფრო სრულია ინფორმაცია, მით უფრო მეტ ნდობას იწვევს.
არა. პლატფორმა თქვენი საკუთარი საიტის ალტერნატივა კი არა, დამატებითი არხია პროექტის გასაცნობად.
ჩვენი მიზანია ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარება და რეგიონული პროექტების ხილვადობის გაზრდა.
ზოგადი კითხვები უძრავი ქონების შესახებ
ეს დოკუმენტი აჩვენებს, ვინ არის ქონების მესაკუთრე და აქვს თუ არა მას ყადაღა, იპოთეკა ან სხვა შეზღუდვა. ბინის ყიდვამდე აუცილებლად გადაამოწმეთ.
ეს არის უძრავი ქონების უნიკალური ნომერი საჯარო რეესტრში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ქონების იდენტიფიცირება და მონაცემების შემოწმება.
შავი კარკასი ძირითადად კონსტრუქციულად დასრულებულ, მაგრამ დაუმთავრებელ ბინას აღნიშნავს. თეთრი კარკასი უფრო მომზადებულია შიდა სამუშაოებისთვის, ხოლო მწვანე კარკასი გულისხმობს ბინას, სადაც ზოგიერთი სამუშაო უკვე შესრულებულია. დეველოპერებს შორის შინაარსი შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ, რა შედის ფასში.
სასარგებლო ფართი ბინის პირადი სივრცეა, ხოლო საერთო ფართი მოიცავს მასში ჩართულ საერთო სივრცეებს (მაგ. კიბეები, ლიფტი). ფასს ხშირად ერთ კვადრატულ მეტრზე ითვლიან, ამიტომ დააზუსტეთ, რომელ ფართობზეა საუბარი.
ხელშეკრულებას ამოწმებს ნოტარიუსი ან საჯარო მომსახურების სახლი, შემდეგ კი საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
ეს პროცედურა ადასტურებს, რომ აშენებული შენობა მშენებლობის ნორმებს შეესაბამება და მისი გამოყენება შესაძლებელია. დასრულებული შენობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ეტაპი გავლილი იყოს.
ეს არის ნებართვა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს მშენებლობის ჩასატარებლად. ახალი პროექტის ყიდვამდე გადაამოწმეთ, აქვს თუ არა დეველოპერს ნებართვა.
ნოტარიუსის ან საჯარო მომსახურების ხარჯი, რეესტრის მომსახურება, იპოთეკის შემთხვევაში შეფასება და დაზღვევა, ასევე რემონტი და ავეჯი.
ეს არის მყიდველსა და დეველოპერს შორის შეთანხმება, რომლითაც ბინა გარკვეული პირობებით იჯავშნება. ყურადღებით წაიკითხეთ დაბრუნების პირობები, ვადები და პირგასამტეხლოები.
ეს არის სესხი უძრავი ქონების შესაძენად, სადაც შეძენილი ბინა ბანკის სასარგებლოდ უზრუნველყოფად რჩება სესხის სრულ დაფარვამდე.
პირველადი შენატანი არის თანხა, რომელსაც ბინის ღირებულებიდან თქვენი სახსრებით ფარავთ, დანარჩენს კი ბანკი აფინანსებს. მისი ზომა დამოკიდებულია რეგულაციაზე და ბანკის პირობებზე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უძრავი ქონების, მათ შორის ბინის შეძენა. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კი შეზღუდვები მოქმედებს. კონკრეტული შემთხვევისთვის გადაამოწმეთ მოქმედი კანონმდებლობა.
ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის გაქირავებაზე მიღებულ შემოსავალზე მოქმედებს შემცირებული განაკვეთი. აქტუალური ოდენობა გადაამოწმეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
ქონების გაყიდვის გადასახადი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გქონდათ ბინა საკუთრებაში და ქონების ტიპზე. დეტალებისთვის გაიარეთ კონსულტაცია გადასახადების სპეციალისტთან.
ძირითადი რისკებია მშენებლობის გაჭიანურება, ლიკვიდურობა, ფასის რყევა და დეველოპერის სანდოობა. ამიტომ ინვესტიციამდე შეადარეთ რამდენიმე პროექტი.