აღწერა

პროექტის შესახებ

არქის ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი არქი რუსთავი თავისი მრავალფეროვნებით, დახვეწილი ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. კომპლექსი მდებარეობს ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“. 

 

არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, სტამბულის ბაზარი. კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც ქალაქში, ისე თბილისის მიმართულებით. არქი რუსთავი 8 საცხოვრებელ სახლს გააერთიანებს, რომელთა ცენტრში კეთილმოწყობილი სივრცე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნებით. 

 

ასევე, კომპლექსი მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო ბაღს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. არქი რუსთავი უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება. ერთ-ერთი გამორჩეულია ენერგოეფექტური, გერმანული Ytong-ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. თანამედროვე კომპლექსი მშვიდ, მყუდრო ქალაქში კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობაა.

archi
მისამართი
მისამართი

ლეონიძის ქუჩა #38, რუსთავი

ტელეფონი
ტელეფონი

+995 322 602 602

ელ.ფოსტა
ელ.ფოსტა

info@archi.ge

დამატებითი ინფორმაცია
ქალაქირუსთავირუსთავი
დევლოპერული კომპანიაარქიარქი
ინფრასტრუქტურაავტოსადგომი
პროექტის სტატუსიმიმდინარე
ეზო10 000 კვ.მ.
ბლოკი8